„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს სარჩელებით მიმართავს. უწყების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები განთავსებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის ფინანსთა სამინისტროს დაჯარიმებას ითხოვს.
მეორე ფაქტი კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება, ორგანიზაციის ინფორმაციით, საჯარო მოხელეები არასამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრას ესწრებოდნენ. საჩივრის განსახილველად ცესკოს 30 დღიანი ვადა აქვს.