კვატიაში ხანძრის კერა ლოკალიზებულია

16 სექტემბერი 2017, 00:00 2345 ნახვა

კვატიაში ხანძრის ყველა ძირითადი კერა ჩამქრალია,” -ასეთია ბოლო ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტიდან. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე რჩებიან მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მიმდინარეობს მონიტორინგი.

ცეცხლი  სოფელ კვატიაში სამსმელოს მთაზე ბუჩქნარს დღეს გაუჩნდა, იგი  200-დან 400 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას მოედო. რაც შეეხება შავნაბადას მთას, აქ ქარი აღვივებს ხანძრის მცირე კერებს. შეგახსენებთ,  ღორჯომის მთა შავნაბადაზე ხანძრის ოთხი კერა გასული კვირას დაფიქსირდა, რამაც ბუჩქოვანი და წიწვოვანი ნარგავები გაანადგურა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი