უკრაინის მთავრობის მეთაურის განცხადება

16 სექტემბერი 2017, 00:00 2152 ნახვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრ, ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის მთავრობის დღის წესრიგში არ არის. მისი მთავარი ამოცანა  რეფორმების გატარება და გზების დაგებაა. თუმცა აღნიშნავს, რომ არ იცის რა უყოს პოპულისტებს, და მათ ბედს რიგით  უკრაინელებს ანდობს.

ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც ოდესის გუბერნატორისგან, რაიმე ფუნდამენტური წარმატებები არ უნახავს. ამიტომაც იგი  იმედგაცრუებულია. რაც შეეხება მისი  მოქალაქეობის საკითხს, გროისმანის თქმით, იგი მხოლოდ იურიდიულ სიბრტყეშია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი