ორ დღეში ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. BIAFF - ის ფარგლებში უკვე გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის. ცნობილია საკონკურსო და არასაკანონკურსო ფილმების ჩამონათვალი, ასევე ჟიურის შემადგენლობა, რომელთა შორის ირანელი რეჟისორი, მოჰსენ მაჰმალბაფია. კინოჩვენებებზე, გახსნისა და დახურვის გარდა, დასწრება ტრადიციულად თავისუფალი იქნება. ე.წ. “უფასო ბილეთების” აღება მსურველებს კინოთეატრ “აპოლოში” შეეძლებათ.