დაანონსებული პროტესტი – სხალთაში, მოსახლეობის ნაწილმა პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეები სკოლაში არ გაუშვა. პროტესტის მიზეზი ჰესის მშენებლობაა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ გვირაბების გაყვანის გამო სოფელში წყლები დაშრა და სახლები დაზიანდა.
ცოტა ხნის წინ “შუახევიჰესის” ერთ-ერთი გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილობრივები განსახლებას ითხოვენ. ფიქრობენ, რომ საფრთხე სკოლის შენობასაც ემუქრება. რას ამბობენ გამგეობასა და ჰესის მშენებელ კომპანიაში?