ახალდანიშნული მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი განცხადებაა შესული

15 სექტემბერი 2017, 00:00 3959 ნახვა

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებში დადანაშაულებული მინისტრის მოადგილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნა. ავთანდილ მესხიძე  უწყებაში 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს. თანამდებობა ვაკანტური სოფლის მეურნეობის მინისტრის ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ გახდა. 

ავთანდილ მესხიძე მედიის ყურადღების ცენტრში მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას ორჯერ მოექცა. 2015 წელის სექტემბერში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ინციდენტი მოხდა.

"ქედის მუნიციპალიტეტში ღვინის ქარხნის ეზოში ჩვენს გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,  შემთხვევის დროს ადგილზე ავთანდილ მესხიძეც იმყოფებოდა. მაშინ მაუწყებელმა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნითაც მიმართა. 
აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ბრძანებით კი დისციპლინური კომისიის მოკვლევის დასრულებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ავთანდილ მესხიძეს უფლებამოსილება დროებით შეჩერებული ჰქონდა.
კიდევ ერთი შემთხვევა 2013 წლის დეკემბერში იყო. 25-ე არხის რეპორტიორმა სულხან მესხიძემ ავთანდილ მესხიძე  განხორციელებულ მუქარაში დაადანაშაულა. 
ორივე ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში მოხვდა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებად შეფასდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი