ჯილეხის მეორე შემთხვევა აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურდა. ახალსოფელში 7 სექტემბერს დაღუპულ ძროხას ჯილეხი დაუდგინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს. მკვდარი პირუტყვი მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ საძოვარზე იპოვა. სპეციალისტებმა სინჯები სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ამ შემთხვევას წინ უძღოდა ჯილეხის კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც ხელვაჩაურში სოფელ ახალსოფელში კარანტინი გამოცხადდა, ხოლო დაკლული საქონლის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ჯილეხით გარდაიცვალა 57 წლის კაცი, რომელმაც მეზობლის დაავადებული პირუტყვი დაკლა.