აჭარის მუნიციპალიტეტებში, ამომრჩეველს ”ქართული ოცნების” პარტიის ლიდერებმა, მერობის კანდიდატებთან ერთად, მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. მათ შორის არიან საკრებულოს მოქმედი წევრები, გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, ასევე ახალი სახეები.
ამბობენ რომ პარტიულ სიებში ეყოლებათ, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ქალი საერთოდ არაა ქედაში, შუახევსა და ხულოში, ერთი ქალი კანდიდატი ჰყავს მმართველ პარტიას ხელვაჩაურში, ორი კი ქობულეთში. ვინ იბრძოლებს მაჟორიტარის მანდატით საკრებულოში მოსახვედრად მმართველი პარტიიდან?