ბათუმის სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზში დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. გათამაშებაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის საჭიდაო კლუბების 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. დავით ბედინაძის სახელობის რიგით მერვე ტურნირი ხვალ დასრულდება. დასახელდებიან ტურნირის გამარჯვებულები.