რიგები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

13 სექტემბერი 2017, 00:00 14604 ნახვა

სარფის საბაჟოზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში წერია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით ხორციელდება. რის გამოც თურქეთის მხარეს რიგებია. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი, ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა.
გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი „LIVE კამერა“,  აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ სარფში არსებულ ვითარებას. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით რათა თავიდან აიცილოთ  გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“ - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი