საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ბათუმში აჭარის მერობის კანდიდატები საზოგადოებას რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა. რჩეულების სია ასე გამოიყურება: ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე იბრძოლებს. ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძეა. ხელვაჩაური მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ქედაში ლევან გორგილაძე დასახელდა. „ქართული ოცნებიდან'' შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძეა, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში გოჩა მელაძეა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა კანდიდატებს წარმატება უსურვა და აღნიშნა რომ 21 ოქტომბერს თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვება, საქართველოს რეგიონების წინსვლასა და უკეთესი მომავლის შენებას განაპირობებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თითოეული მათგანი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. ეს არის გუნდი, რომელიც რეგიონში დაწყებულ მნიშვნელოვან პროექტებს გააგრძელებს.