„ჩვენ გვჭირდება ძლიერი გუნდი მუნიციპალიტეტებში“ - ზურაბ პატარაძე

12 სექტემბერი 2017, 00:00 2862 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის ცერემონია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ზურაბ პატარაძე, მთის გაძლიერებაზე, რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, მთის კანონის დადებით მხარეებსა და აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 

რეგიონის პირველმა პირმა განსაკუთრებული აქცენტი აჭარის მაღალმთიანეთზე გააკეთა. მისი თქმით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ სოფლებიდან მიგრაციის პროცესი შეჩერდეს. მთავრობის თავჯდომარემ მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა დიდი სიყვარულით მოვეფერო მაღალმთიან აჭარას, მადლობა ვუთხრა თითოეულ მოსახლეს ერთგულებისათვის, ნდობისთვის, შრომისათვის. ჩვენი მთავარი ამოცანა მთის გაძლიერებაა. ის განვითარების გეგმა, რომელიც გვაქვს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. მთის კანონი, არის ერთ-ერთი მთავარი საბაბი, რომ მთა არ დაიცალოს, მაღალმთიანი აჭარიდან მასიური მიგრაცია არ მოხდეს. ჩვენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გვჭირდება ძლიერი გუნდი მუნიციპალიტეტებში“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი