სააკაშვილის განცხადება

12 სექტემბერი 2017, 00:00 2740 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რომ მის კლიენტს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლით. ადვოკატის თქმით, ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა  ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადასცეს.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში უკანონოდ შესვლას სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად უსაფრთხოების სამსახურიც გამოიძიებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა უკრაინაში 18 სექტემბერს 15:00 საათზეა დაგეგმილი. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი