ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა. იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბოლო არჩევნებში მონაწილეობდნენ, მიმართვის შედეგად ცესკო - მ იგივე საარჩევნო ნომრები დაუტოვა.
სულ არჩევნებში მონაწილეობას 24 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატი მიიღებს. წილისყრით ნომერი, სულ 15 საარჩევნო სუბიექტს მიენიჭა.