ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

12 სექტემბერი 2017, 00:00 14504 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში.  გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, სამარშუტო ტაქსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს  დაეჯახა.

შემთხვევა ქობულეთის შემოვლითი გზის, ოჩხამურის მონაკვეთზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი