ელგუჯა გოგმაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი აღარ იქნება. პარტიაში აცხადებენ, რომ მიზეზი “ბათუმელებისთვის” მიცემული ინტერვიუ გახდა. გოგმაჩაძე ამბობდა, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია.
“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ კანდიდატურა გოგმაჩაძესთან შეთანხმების მოხსნეს. ქობულეთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა აღიარა, რომ ინტერვიუს დროს შეცდომა დაუშვა.