საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა - ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგები ტრენინგებს გადიან. მიზანი მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა და სასკოლო აქტივობებში ჩართვაა. 4 თვიან პროექტს ,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს’’ და მასში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების 500 მასწავლებელია ჩართული. სემინარები დეკემბერში მთავრდება, სკოლების ნაწილში კლუბები 1 ოქტომბრიდან უნდა შეიქმნას.