მატარებელი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება ამ დრომდე არ დაძრულა

10 სექტემბერი 2017, 00:00 2596 ნახვა

მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი დატოვა, რომლითაც უკრაინაში ჩასვლას გეგმავდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იძულებული გახდა, მატარებელი დაეტოვებინა. მატარებელი პოლონეთში, სადგურში რამდენიმე საათი იყო გაჩერებული, რადგან სადგურის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაგონში იმყოფებოდა პერსონა, რომელსაც უკრაინაში ლეგალურად შესვლის უფლება არ აქვს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დანარჩენი მგზავრები უკრაინაში შესაძლოა ავტობუსებით ან სხვა მატარებლით გადაიყვანონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მგზავრების გადასაყვანად პოლონეთში ავტობუსები უკვე გაიგზავნა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას პოლონეთიდან სწორედ მატარებლით აპირებდა. თავდაპირველად უკრაინაში ჩასვლას ავტობუსით გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და მატარებლით გამგზავრება გადაწყვიტა. მატარებელს რეისი ლვოვის მიმართულებით თბილისის დროით 15 საათსა და 7 წუთზე უნდა შეესრულებინა

ამავე კატეგორიაში