ამ წუთებში პოლონეთი - უკრაინის საზღვარი მედიის ყურადღების ცენტრშია, “კრაკოვეცის” გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ელიან. სააკაშვილთან ერთად უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოც იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინული პასპორტით მოგზაურობს მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ ივლისში მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
პოლონეთის საზღვართან კრაკოვეცის გამშვები პუნქტი მავთულხლართებით შემოსაზღვრეს, თუმცა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, იგი არ უკავშირდება სააკაშვილის ჩასვლას. მანამ კი მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში დაგეგმილი ბრიფინგი გადადო და პშემისლში გაემგზავრა. ინფორმაცია გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ –მ გაავრცელა. ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტში მიჰყვება.