ბათუმში მშენებლობაზე მუშაობისას ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

09 სექტემბერი 2017, 00:00 17755 ნახვა

უბედური შემთხვევა ბათუმში, ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ორი ახალგაზრდა მუშა გარდაიცვალა.  როგორც ობიექტზე დასაქმებულები ამბობენ, გარდაცვლილები ამწეს სპეციალურ ავზზე ისხდნენ, რომელსაც  ბეტონი გადაჰქონდა, რა დროსაც ბაგირი გაწყდა და მუშები ბეტონთან ერთად მეშვიდე  სართულიდან გადმოვარდნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდები გარდაცვლილები დახვდა.

მომხდარის გამო დღეს დილით ობიექტზე დასაქმებულები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი რაულ კახაძე აცხადებს, რომ კომპანია “მეტრო” გამოძიებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც თავად განმარტავს ამწეები გამართული იყო და არსებობს მისი ექსპლუატაციაში ყოფნის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კახაძის მტკიცებით ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია. მისი თქმით მუშები დაზღვეულნი იყვნენ და პოლისით გათვალისწინებული თანხის პარალელურად, ოჯახები კომპანიისგან დამატებით კომპენსაციას მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი