ხულოში ხანძრის ყველა კერა სრულადაა ლიკვიდირებული – ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს. მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებატა დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივებთან ერთად დილიდან ამუშავებდნენ უკვე ლიკვიდირებულ ტერიტორიას.
ასევე დარჩენილ ერთ კერას. საკონტროლო შემოწმებისთვის მთაზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ძირითადად ვერხვის ხეებია დამწვარი.