სწავლა სკოლებში, პარასკევს 15 სექტემბერს დაიწყება. აჭარაში იმ სკოლებში, სადაც რეაბილიტაცია ან სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართებში განახლდება. ასეთი აჭარაში 5 სკოლაა, ესენია: ტუნაძეების, ჟანივრის, ცინარეთისა და ფურტიოს საჯარო სკოლები. წელს რეგიონში 5 ათას 383 პირველკლასელია. მათ საჩუქრად გადაეცემათ ნეტბუქები, წიგნებს კი უფასოდ მიიღებენ. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების 60% სკოლებში ახლით შეივსო, დანარჩენი კი ე.წ-ლი მეორადი წიგნია.