უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით საექსტრადაციო შემოწმებისთვის მასალები გადასცა. ”უკრაინა 112"-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინამ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.