605 ადამიანი გადაარჩინეს წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს მაშველებმა. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის კაცი. ამის გარდა მაშველებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დაკარგული 148 ბავშვი იპოვეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ამასთან წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა მცურავი საშუალებები და მაშველები ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვენ.