ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებას ითხოვენ

07 სექტემბერი 2017, 00:00 2150 ნახვა

“ახალი საქართველოს” წევრებმა ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით, პროკურატურაში პეტიცია შეიტანეს. განცხადებას ხელს 20-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ. მათი თქმით, ჩხვირკვია უდანაშაულოა და ბრალს უკანონოდ იხდის. შეგახსენებთ, ირაკლი ჩხვირკიას ბრალი ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ედება.

ჩხვირკიასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ედავებიან მერაბ ღოღობერიძეს. არცერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მორიგი სასამართლო პროცესი 12 სექტემბერსაა ჩანიშნული. აქციაში მონაწილეობისთვის მარტში პოლიციამ 80-მდე მოქალაქე დააკავა, მათგან უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს. 18 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მონაწილეობაში ბრალდებული ლაშა დეკანაძის საქმე კი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ცალკე გამოიყო.

ამავე კატეგორიაში