დღეს და ხვალ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 36-ე რაუნდი გაიმართება. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი 19 მაისს, ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე იქნება, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები. დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწებზე წვდომის, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.