ჯილეხმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

07 სექტემბერი 2017, 00:00 2655 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ინფიცირებული პირუტყვი 18 აგვისტოს დაკლეს. რამდენიმე დღეში,  კაცი, რომელმაც საქონელი დაკლა შეუძლოდ გახდა. იგი 24 აგვისტოს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 28 აგვისტოს კი გარდაიცვალა.

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული - ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც  ჯილეხის ბაცილა იწვევს.  ამ ტიპის ინფექციით ადამიანები  ინფიცირებულ  ცხოველთან კონტაქტით ან პირუტყვის ხორცის საკვებად გამოყენებით  ავადდებიან. ბაცილის გადატანაში გარკვეული როლი  მექანიკურ გადამტანებსაც მიუძღვით, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი