საკონატიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს

07 სექტემბერი 2017, 00:00 2366 ნახვა

საკონატიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და 300-ზე მეტი მოქალაქის სარჩელის განხილვენ. მოსარჩელე მხარე არაკოანტიტიციურად მიიჩნევს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ინფორმაციის მოპოვებას და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებას. მათივე მოსაზრებით, იმის გამო, რომ სპეციალური საგენტო სუს-ის დაქვემდებარებაშია, კითხვის ნიშნები  კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით რჩება. 

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში ცნო. მოპასუხე მხარეს ანუ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ კანონი პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით 22 მარტს მიიღო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი