წვიმის შედეგად მეწყრული კერები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში. მეწყერი შიდასასოფლო გზაზე რამდენიმე ადგილას ჩამოწვა. 1 საათის განმავლობაში გზა ჩაკეტილი იყო.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. ამ დროისთვის სოფელ სამებაში გზა სრულადაა გაწმენდილი.