,,მემკვიდრეობა და კულტურული ლანდშაფტი”-აჭარის ხელოვნების მუზეუმი მხატვარ გელა მესხის გამოფენას მასპინძლობს. ეს ხელოვანის პირველი პერსონალური, საიუბილეო გამოფენაა.
საგამოფენო სივრცეში 50-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც ქვეყნის კულტურულ ძეგლებს და ლანდშაფტს ასახავს. ექსპოზიცია მუზეუმში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებლებს 17 სექტემბრამდე შეეძლებათ.