ლარის გაუფასურების მიზეზები

06 სექტემბერი 2017, 00:00 2912 ნახვა

ბოლო რამდენიმე დღეა, ვალუტის კურსი აქტიურად და მკვეთრად იცვლება. სხვადასხვა პროცენტული  მაჩვენებლით გაზრდილია ფასები სამომხმარებლო პროდუქტზე. ლარი უფასურდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობას ამშვიდებს, პარლამენტარი მმართველი გუნდიდან გია ვოლსკი კი ეროვნულ ბანკს უფრო აგრესიული მოქმედებისკენ მოუწოდებს.

განსხვავებულია ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პოზიცია – ამბობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არსებული პროგნოზების შესაბამისობაშია, სწორედ ამიტომ კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება? არსებობდა თუ არა წინაპირობა? ეკონომიკის ექსპერტებს წარმატებულად შეფასებული ტურისტული სეზონის გამო ამაზე საუბარი უჭირთ, ერთადერთი რასაც ვარაუდობენ, ბაზარზე დიდი რაოდენობით ვალუტის შესყიდვაა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი