თხილის სექტორში არსებულ ვითარებასა და დარგის წინაშე მდგარ გამოწვევებზე იმსჯელეს თხილის ფორუმზე. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრიც დაესწრო.
ლევან დავითაშვილმა დარგის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აზიური ფაროსანა დაასახელა. მისი თქმით, სახელმწიფო სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.