ბათუმის მერობის კანდიდატები

06 სექტემბერი 2017, 00:00 3232 ნახვა

ბათუმის ოლქში ამ დროისთვის  სამი საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული, რომლებმაც საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს. ორი მათგანი უკვე დარეგისტრირდა, ხოლო მესამეს ხარვეზი აღმოაჩნდა და გამოსასწორებელი ვადა მიეცა.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, ამ დროისთვის კანდიდატი მხოლოდ "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიამ" წარადგინა, პარტიამ მერობის კანდიდატად მომღერალი კახაბერ ცისკარიძე დაასახელა და მან რეგისტრაცია უკვე გაიარა. პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატთა რეგისტრაციისთვის ვადა 21 სექტემბრამდე აქვთ.  

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში