აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დღეს შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა-სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს განიხილადნენ. ქედაში ასეთი 7 ოჯახია, შერეულმა კომისიამ დღეს 6 ოჯახის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ერთის მდგომარეობას განმეორებით შეისწავლიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას წელს პირველად ახორციელებს და პროგრამისთვის 3 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.