შესაძლოა ხულოში, შავნაბადის მთაზე შსს გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდეს. მინისტრმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირზე ხულოში გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ადგილზე შსს-ს 400-მდე თანამშრომელია ჩართული. ცეცხლის ეფექტური ლიკვიდაციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის, გადაწყვეტილებით, დილიდან ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-ს ვერტმფრენი.