პრემიერი დუბაის საინვესტიციო ფორუმს დაესწრება

11 აპრილი 2016, 00:00 4818 ნახვა

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დღეს და ხვალ გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში და სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან, დუბაის მმართველ შეიხთან და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრესთან. შეხვედრები გაიმართება საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

ამავე კატეგორიაში