''ნუ ელი სიტყვას'' –სპექტაკლის ჩვენება ბათუმის საზაფხულო თეატრში შედგა. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი მწერალი ქალია. იგი იმედსა და ემოციებს ჟესტებით გადმოსცემს. ცხრა მოქმედებიანი სპექტაკლი პანტომიმის, თანამედროვე და დრამატული ხელოვნების ელემენტებისგან შედგება.
სპექტაკლის იდეის ავტორი, რეჟისორი და თავად პიესის მოქმედი პირი ბათუმელი თამარ ლოჩოშვილია. ''ნუ ელი სიტყვას'' საპრემიერო ჩვენება, პარიზის თეატრში შედგა. ბათუმში კი, თავისუფალი ინიციატივების პროექტის ფარგლებში იმართება.