საქართველოში, მხოლოდ აგვისტოში გასულ წელთან შედარებით ორასიათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ბოლო ექვს თვეში კი ჩვენს ქვეყანას 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
ვიზიტორების, ტურისტებისა და მოგზაურების შესახებ სტატისტიკა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა გაავრცელეს. ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე კვების ობიექტებშიც საუბრობენ.