ბათუმის 79 საარჩევო ოლქმა 102 უბანში 612 წევრი უკვე აირჩია. სხდომაზე უთანხმოება ფოტო - ვიდეო გადაღების საკითხს მოყვა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს “ნაციონალური მოძრაობისა” და ქრისტიან -კონსერვატიული” მოძრაობის წარმომადგენლებმა. ოპოზიცია კენჭისყრის პროცედურას ფარსად აფასებს. პრეტენზიები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საჯარობის წესი დარღვევა, კრიტერიუმების არ არსებობა, წინასწარ არსებული სიები- აღნიშნულ დარღვევებს გამოყოფს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი79 საარჩევნო ოლქში პროცედურას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. საუბნო კომისია 6 წევრით კომპლექტდება.