ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2520 ნახვა

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს.

შტაბის შემადგენლობაში ხულოს საკრებულოს და გამგეობის წევრები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები არიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში