ხულოში, შავნაბადას მთაზე ძლიერი ქარიის გამო დაკვამლიანებაა. ხანძრის კერების არეალი კი გაფართოვდა. შესაძლოა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართვა გახდეს აუცილებელი. სამ ლოკაციაზე, სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ტექნიკის შეყვანა კი რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. შავნაბადას მთაზე, ხანძრის ერთ-ერთი კერა, მოიალაღეების საცხოვრებლებისგან, სამ კილომეტრში მდებარეობს. ამ დროისთვის იქ 15 ოჯახი იმყოფება.
ცეცხლის მეოთხე კერა მიუდგომელ ტერიტორიაზეა. ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა მდგომარეობაა შემთხვევის ადგილას. დაზუსტებული ინფორმაცია, ცნობილი მალე გახდება. სიტუაციის შესასწავლად ხულოში ერთი ვერტმფრენი უკვე ჩაფრინდა.