საქართველოში 2017 წლის აგვისტოში 1 080 449 ვიზიტი განხორციელდა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2465 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აგვისტოში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. გასულ თვეში 1 080 449 ვიზიტი დაფიქსირდა. რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 27,4 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 18,9%-ით მეტია, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.

2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი გამოირჩეოდნენ. მიმდინარე წელს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტების 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი