ახალი სკვერი ბათუმში

11 აპრილი 2016, 00:00 7038 ნახვა

2008 წლის აგვისტოში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული 17 ქართველი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად ბათუმში ახალი სკვერი მოეწყო. ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში ,,შინდისის გმირების" სახელობის რეკრეაციული ზონის გახსნის ცერემონია ამ წუთებში იწყება. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული, მოეწყო სველი წერტილები და ატრაქციონები, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ამავე ტერიტორიაზეა 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც. პარკის მშენებლობისთვის მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ამავე კატეგორიაში