ფუშრუკაულის მაჟორიტარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწუნებს

13 ივნისი 2016, 00:00 2762 ნახვა

ხულოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფუშრუკაულის თემში ხულოს გამგეობას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს. გურამ სურმანიძე ვერნების ბაგა-ბაღის და ფუშრუკაულის გზაზე ჩატარებულ სამუშაოებს იწუნებს და სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაციას ითხოვს. ხულოს გამგეობაში ამბობენ, რომ ინდმეწარმეს სამი წლის საგარანტიო ვადა აქვს და ხელშეკრულება ავალდებულებს სამუშაოები თავიდან ჩაატაროს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სოფლის ამბულატორია გამგეობის ბალანსზე გასული წლიდან ირიცხება და სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.ვ რაც შეეხება გზას, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ,  რომ  სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა.

ამავე კატეგორიაში