ხულოში სოფელ მეკეიძეების მაღლობში კვამლი შეინიშნება

03 სექტემბერი 2017, 00:00 5377 ნახვა

ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან

ხულოში სოფელ მეკეიძეების მაღლობში დაკვამლიანებაა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები შეტყობინებისთანავე გავიდნენ, ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, კვამლი მეკეიძეების ტყეში ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ტყეში კვამლის მიზეზის დასადგენად 6 სამაშველო ჯგუფი და 30-ზე მეტი მეხანძრე უკვე გასულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სიტუაციის შეფასების შემდეგ განისაზღვრება ხანძრის მასშტაბები და დამხმარე ეკიპაჟების საჭიროება.

აჭარის სატყეო სააგნტოს ინფორმაციით ხანძრის ჩასაქრობად ასევე მობილიზებულია ხულოს 30-მდე მეტყევე.

ამავე კატეგორიაში