“პროექტის მართვის აკადემია” ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები პროექტების მართვას გაეცნობიან. ორი თვის განმავლობაში მონაწილეები პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის მართვის პრინციპებს, გაცემული დავალებების კონტროლს, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვას შეისწავლიან.
მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი “საზოგადოებრივი აკადემიის” ვებ-გვერდის საშუალებით აგვისტოში დაიწყო. პროექტისთვის 15-მდე კონკურსანტი შეირჩა.