დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაცია მოლდოვეთში არ შეუშვეს

01 სექტემბერი 2017, 00:00 1865 ნახვა

მოლდოვამ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა. ინფორმაცია კრემლის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა გაავრცელეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ე.წ. დელეგაცია, რომელსაც დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი ხელმძღვანელობდა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში ე.წ. რესპუბლიკის ხელისუფლების მიწვევით მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ მოლდოველმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტიც არ დაუშვეს. მომხდარს მარიონეტული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და ოფიციალური კიშინიოვის ქმედებას მიუღებელი უწოდეს. ინციდენტი 31 აგვისტოს მოხდა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ მოლდოვას ხელისუფლების ქმედება  კიშინიოვის მიერ მოლაპარაკების პროცესში აღებული ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში კრიზისს ქმნის.  

ამავე კატეგორიაში