შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალი

01 სექტემბერი 2017, 00:00 1655 ნახვა

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით ხვალ Black Sea Arena​-ზე დასრულდება.  საღამოს მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან წარსდგებიან.

საქართველოს კი ანსამბლები ,,რუსთავი" და ,,ბასიანი" წარმოადგენს. სტუმრის სტატუსით, კონცერტში ფლამინკოს შემსრულებელი ჯგუფი ,,La Moneta & Flamenco" მონაწილეობს. ფესტივალის ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია. წელს ღონისძიების მასპინძელი გურიასთან ერთად აჭარაცაა, შესაბამისად პირველი კონცერტი გუშინ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მხარდამჭერები არიან მონაწილე ქვეყნების საელჩოები. 

ამავე კატეგორიაში