ე.წ. ციანიდის საქმის ქრონიკა

01 სექტემბერი 2017, 00:00 2554 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით იგი გერმანიაში გეგმავდა გამგზავრებას, სადაც იმ პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე სასულიერო პირი და მდივან -რეფერენტი. 2017 წლის 13 თებერვალს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ დაკავებული “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას” ამზადებდა, რის შემდეგაც გავრცელდა განცხადებები, რომლებიც მიუთითებდა თითქოს საუბარი იყო საქართველოს პატრიარქზე.

16 თებერვალს კი  პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია რომ დეკანოზს პატრიარქის მკვლელობის მომზადება არ ბრალდებოდა. საბოლოოდ გამოძიება ბრალდებულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან - რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო სხდომები, რომლებიც მედიისთვის დაიხურა. პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს. დაიკითხა მოწმეები და გამოიკვლიეს მტკიცებულებები. დაცვის მხარე დეკანოზის უდანაშაულობას ამტკიცებს, ადვოკატებმა დღესაც გააკეთეს კომენტარები, რომ ბრალდებულს ციანიდი ჩაუდეს. ბრალდება კი მოწმეების და მტკიცებულებების რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს და დარწმუნებულია რომ სათათბიროდ გასული მოსამართლე დეკანოზს გაამტყუნებს.

ამავე კატეგორიაში