''9 აპრილს თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო''-არჩილ ხაბაძე

09 აპრილი 2016, 00:00 5658 ნახვა

''1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიაში. ეს დღე ერთდროულად ამაღლებული განწყობითა და ტკივილით სავსე დღეა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ სამშობლოსათვის დაღუპულთა სახელებს ყოველ წელს სევდით ვიხსენებთ, ჩვენ ისინი გავიხსენეთ დღესაც და კიდევ მრავალჯერ გავიხსენებთ მომავალშიც. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, საქართველოს თავისუფლებისათვის თავგანწირულ ადამიანთა ხსოვნას! - განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ "facebook" გვერდზე გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი